კონდინცირების სისტემები

საუკეთესო გათბობის სისტემები

პარტნიორები

ჩვენს შესახებ

შპს “ორისაბა” დაარსდა 2008 წელს და დაარსების დღიდან აქტიურად მოღვაწეობს გათბობის, კონდიცირების და ჰაერის ვენტილაციის დარგში.

გვაქვს რა ურთიერთობა მსოფლიოშობილ აღიარებულ კომპანიებთან, მუდამ ვცდილობთ ბაზარზე შემოვიტანოთ და დავამკვიდროთ მხოლოდ საუკეთესო ხარისხის პროდუქცია. ჩვენ კომპანიას გააჩნია საკუთარი საწყობი, სადაც მუდმივად გვაქვს 650-მდე დასახელების პროდუქცია, მათ შორის ისეთები რომლებიც უკვე დამკვიდრებულიa ბაზარზე და არ საჭიროებს დამატებით რეკლამირებას.

ჩვენ ასევე ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ სათადარიგო ნაწილები გაყიდულ პროდუქტზე და არა მარტო ჩვენს მიერ გაყიდულზე. გვაქვს ბაზა, სადაც მოიპოვება 430-მდე დასახელების სათადარიგო ნაწილი.

იმ შემთხვევაში თუ მოთხოვნილი სათადარიგო ნაწილი არ არის ადგილზე ხდება მისი შეკვეთა და კლიენტისათვის უმოკლეს ვადებში მიწოდება.

ჩვენი მიზანია პროდუქციის ხარისხი და ფასი შეესაბამებოდეს ერთმანეთს რათა მყიდველს მიეცეს საშუალება ჩვენს ასორტიმენტში იპოვოს თავისი სასურველი პროდუქტი.

ჩვენი კომპანია იმპორტირებული პროდუქციის უდიდეს ნაწილს (90%) ყიდის საკუთარი დილერების მეშვეობით, რომლებიც მუშაობენ ადგილობრივ ბაზარზე და გააჩნიათ თავისი დამკვიდრებული სახელი და ჰყავთ საკუთარი მომხმარებელი.

კომპანიის სერვის-ჯგუფი მუდმივად მზადაა საგარანტიო მომსახურების განსახორციელებლად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

თითოეული მომხმარებლის მადლობა უდიდესი ჯილდოა ჩვენი კომპანიის მუშაობის შესაფასებლად.

ასევე მზად ვართ კონსულტაცია გაგიწიოთ ნებისმიერ საკითხზე რომელიც დაკავშირებულია ვენტილაცია, კონდიცირებასა და გათბობასთან.